ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
ყოჩაღ ლელო!
მაგარი რამ გააკეთეთ.
გინდა გითხრათ რა მოხდება 4 ოქტომბერს?
რადგან თქვენ არ გაითვალისწინეთ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მინიმუმ 70%-ის აზრი, არჩევნებზე არ მოვა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მინიმუმ 70%.
მოდი დავითვალოთ ციფრებში, დაახლოებით რა მოხდება.
გაყალბებული არჩევნებითაც კი, ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო დაახლოებით 900 000 ხმა. აქედან ლელოზე წავიდა 182 922 ხმა (8.81%).
ვინმეს თუ სჯერა, რომ ეს ხმები ლელომ იმიტომ მიიღო, რომ ამ პარტიას და მისი კოალიციის შემადგენელ სუბიექტებს ამდენი ამომრჩეველი ყავს, თავზე ცივი წყალი უნდა გადავასხა.
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ნახევარზე მეტმა საკუთარი არჩევანი საარჩევნო ყუთთან გააკეთა (მათ შორის მეც). ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის ხმების მინიმუმ 50-60% არა მათი ამომრჩევლის, არამედ შემთხვევითი ხმებია.
ისიც გავითვალისწინოთ, რო თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით საპარლამენტო არჩევნებზე დასწრება გაცილებით მაღალია ხოლმე.
წინა წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასწრების მაჩვენებელი 59% იყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – 51%. ესეც ძალიან მაღალი რიცხვია და 2021 წელს დასწრება მხოლოდ იმიტომ იყო ასეთი მაღალი, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად გამოაცხადა. ზოგადი სტატისტიკით, თვითმმართველობის არჩევნებზე დასწრების მაჩვენებელი დაახლოებით 45-47%-ს შეადგენს.
თუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის 2/3 გადაწყვეტს არ მივიდეს არჩევნებზე და ზუსტად ვიცი ასეც იქნება, გამოვა რომ არჩევნებზე მივა მაქსიმუმ ოპოზიციურად განწყობილი 300 ათასი ადამიანი. წინა არჩევნების სტატისტიკით, აქედან 60 ათასი გირჩის ხმებია.
სრულიად შესაძლებელია თვითმმართველობის არჩევნებზე გირჩმა იმის გამო, რომ ამ არჩევნებზე სავარაუდოდ სულ 3 ოპოზიციური პარტია იქნება და დანარჩენ 2-ზე (ლელო და გახარია) ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ძალიან გაბრაზებულია, წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით მეტი ხმა მიიღოს. სრულიად შესაძლებელია გირჩმა აიღოს 100 000 ხმა.
დარჩა დაახლოებით 200 000 ოპოზიციური ხმა, რომელიც ალბათ მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდება ლელოსა და გახარიას პარტიებს შორის.
სავარაუდოა, რომ ოცნება მოაბილიზებს მინიმუმ 700 000 ხმას. ჯამში, ამ არჩევნებზე დასწრების მაჩვენებელი რეკორდულად დაბალი იქნება და წესით 1 მილიონს არ აცდება.
ანუ გამოდის, რომ ოცნება აიღებს დაახლოებით 700 000 ხმას 1 მილიონი ამომრჩევლიდან (70%), ლელო, გახარია და გირჩი აიღებენ საშუალოდ 10-10%-ს (ზოგი ცოტა მეტს, ზოგი ცოტა ნაკლებს).
ასეთი კალკულაციის პირობებში, სადაც განტოლების მთავარი შემადგენელი არჩევნებზე დასწრების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია, ოცნებას 70%-ის ასაღებად გაყალბებაც კი არ დასჭირდება. მას უბრალოდ საკუთარი ამომრჩევლის ეფექტურად მობილიზება მოუწევს.
ხოდა, ლელო და გახარია სად მიდიხართ, რომ მიდიხართ?
თქვენ უღალატეთ პროტესტს, უღალატეთ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების 2/3-ზე მეტს. ამიტომ ეს 2/3 არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
თბილისს კი არა, ეგეთი დაბალი აქტივობის პირობებში ოცნება ერთ პატარა დასახლებასაც კი არ მოგაგებინებთ.
აიღებთ საკრებულოებში 10%-ს და თქვენი მაქსიმუმი ეგ იქნება.
სამაგიეროდ კიდევ ერთ სიცოცხლეს გაუხსნით ოცნებას და მას ნანატრს ლეგიტიმაციას აჩუქებს.
რეალურად, სწორედ ასე მარტივადაა საქმე.