დონალდ ტრამპის განცხადებით, ხელი მოაწერა ბრძანებას 12 ქვეყნის შესახებ, სადაც განსაზღვრულია ტარიფების დონეები, რომლებსაც ისინი აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე გადაიხდიან

დონალდ ტრამპის განცხადებით, ხელი მოაწერა ბრძანებას 12 ქვეყნის შესახებ, სადაც განსაზღვრულია ტარიფების დონეები, რომლებსაც ისინი აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე გადაიხდიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას 12 ქვეყნის შესახებ, სადაც განსაზღვრულია ტარიფების დონეები, რომლებსაც ისინი აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე გადაიხდიან.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა არ დაასახელა აღნიშნული 12 ქვეყანა და განაცხადა, რომ სია ორშაბათს გამოქვეყნდება.
„მე ხელი მოვაწერე რამდენიმე ბრძანებას და ისინი ორშაბათს გაიგზავნება. სხვადასხვა თანხა, სხვადასხვა ტარიფები“, – თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპმა აპრილში გამოაცხადა 10%-იანი საბაზისო ტარიფი და დამატებითი თანხები ქვეყნების უმეტესობისთვის, ზოგიერთი 50%-მდე. 10%-იანი საბაზისო ტარიფის გარდა ყველა განაკვეთი მოგვიანებით 90 დღით შეჩერდა, რათა მოლაპარაკებებისთვის შეთანხმების მისაღწევად მეტი დრო დარჩენილიყო.
ipn.ge