– არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც – რაც ჩვენ გვაზიანებს, იმას ჩვენ დავაზიანებთ

„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც – რაც ჩვენ გვაზიანებს – იმას ჩვენ დავაზიანებთ,- ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ლიდერი, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
აღნიშნულს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც.
ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ.
რეჟიმის ნორმალიზაცია მის მიერ დანიშნული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით – არასწორია და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
რაც არასწორია – ის სამიზნეა. რაც ჩვენ გვაზიანებს – იმას ჩვენ დავაზიანებთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ფაქტი ერთია, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია – ვითხოვთ რადიოსადგურის ჩანაწერების გასაჯაროებას, სადაც ყველა დეტალს შეიძლება მოეფინოს ნათელი, ასევე, მოხსნან „გრიფი“ მასალებს

ვიკა ფილფანი – სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც ხელისუფლება ვერ ასრულებს – მე მგონი, პაპუაშვილს ყველა მათნაირი ჰგონია, მათნაირი გამყალბებელი