უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთნ, დონალდ ტრამპთან საუბრის დროს კიევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად მუშაობაზე შეთანხმდნენ.
„პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი გუნდების შეხვედრა უნდა შედგეს. სიღრმისეულად განვიხილეთ ერთობლივი წარმოების საკითხები, რაც ჩვენთვისაც და აშშ-ისთვისაც საჭიროა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, ზელენსკიმ უკრაინაში ამჟამად არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ამოცანა ახლა გამანადგურებელი დრონების წარმოების გაზრდა და პილოტების კარგად მომზადებაა.
„რთული დღის დასაწყისი იყო, 500-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით. რთული იყო, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოვაგდეთ. სამწუხაროდ, ზოგმა მიზანს მიაღწია. გამანადგურებელმა დრონებმა დღეს მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. ათობით „შაჰედი“ გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
