უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს დაარტყეს – განადგურდა ჭურვების საწყობი და სასწავლო თვითმფრინავი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს დაარტყეს, რის შედეგადაც ჭურვების საწყობი და სასწავლო თვითმფრინავი განადგურდა.
ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზარალი მიადგა კიდევ სხვა საჰაერო მოწყობილობებსაც.
ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა, Telegram-ზე დაწერა, რომ ღამის განმავლობაში რეგიონში 25-ზე მეტი უკრაინული დრონი განადგურდა. მისი თქმით, თავდასხმამ ელექტროგადამცემი ხაზი დროებით დაზიანდა, თუმცა სამხედრო აეროდრომზე მიყენებულ ზარალზე განცხადება არ გაუკეთებია.