კოალიცია ძლიერი საქართველო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
“დღეს ვუბრუნდებით ჩვენს ბრძოლას და კიდევ ერთხელ ვპასუხობთ არალეგიტიმურ, დე ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და კიდევ ერთხელ მივუთითებთ გზას რუსული ხომალდისკენ. მისი ვაჭრული შეთავაზება იყო კა-გე-ბეს და სუს-ის ავანტიურა ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ. […]
მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, იმედის პირობებში ჩვენ ეს გადაწყვეტილება მრავალგზის გადავავადეთ.
ძლიერ საქართველოს აქვს თავისი გეგმა, გზა, რომელიც ხალხის ინტერესებს ემსხაურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით ქართული ოცნება. ბრძოლა, ეს არის ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს – ეს არის უკომპრომისო და დაუღალავი ბრძოლა.
დღეს კოალიცია ძლიერი საქართველო აკეთებს თავის განაცხადს. ოფიციალურად და დეკლალრებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის.
ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დეფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე-ფაქტო ხელისფულებასთან დე-ეფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცახდებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე”, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.
