“ბოიკოტს ვუცხადებთ ადგილობრივ არჩევნებს და მივიჩნევთ, რომ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები” – “ერთობა”

ჯგუფი ერთობა, სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს:
ბოიკოტს ვუცხადებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მივიჩნევთ, რომ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები.
ჩვენს უკომპრომისო მოთხოვნებად რჩება – არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ქუჩა დარჩა ერთადერთ სივრცედ, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია თავისუფლებისათვის ბრძოლა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ოლიგარქი ს გზით წასვლას არ აპირებს. ს შემდგომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობებზე, მიიღო კანონები, რომლითაც იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, უქმდება კრიტიკული მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გვყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ლიდერები. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუქმდა არჩევნებზე დაკვირვების ის მინიმალური შესაძლებლობაც, რომელიც 2024 წელს ჯერ კიდევ არსებობდა. ამ ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ს წესებით, მონაწილეობა ვერ იქნება რეჟიმის დამარცხების ეფექტური გზა, არამედ შესაძლოა გახდეს მაშველი რგოლი ქართული ოცნებისათვის, რომელსაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ჩვენ ვირჩევთ წინააღდეგობას.