სტატისტიკა – რა თანხას ინახავენ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში

2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეები 9.3 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ, რაც წლიურად 13.5%-ით, ანუ 1.1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ფიზიკური პირების დეპოზიტების 28.5% მოდის.

ეროვნული ბანკის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებს შორის ქართულ ბანკებში ყველაზე მეტ თანხას კვლავ რუსეთის მოქალაქეები ინახავენ, რომლის მოცულობაც უცხოეთის რეზიდენტთა დეპოზიტების 37%-ს, ანუ 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

მეორე პოზიციას 1.03 მილიარდით ისრაელის მოქალაქეები იკავებენ, მესამეზე კი უკრაინის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 565 მილიონი ლარის დანაზოგებით.

უცხოეთის რეზიდენტების დეპოზიტების სტატისტიკა ქართულ ბანკებში 2025 წლის მაისის მდგომარეობით

ქვეყანადანაზოგების მოცულობა ლარებში
3,486,436,000 ლარი;
1,036,508,000 ლარი;
565,368,000 ლარი;
კვიპროსი376,912,000 ლარი;
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები376,912,000 ლარი;
ბელარუსი376,912,000 ლარი;
დიდი ბრიტანეთი376,912,000 ლარი;
აზერბაიჯანი282,684,000 ლარი;
მალტა188,456,000 ლარი;
გერმანია188,456,000 ლარი;
ჩინეთი94,228,000 ლარი;
სხვა ქვეყნები2,073,016,000 ლარი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს