ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი – პაპუაშვილი

“ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი,”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ არის რისკები, ოპოზიციამ “სხვა მეთოდები” გამოიყენოს.
“ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ ერთი მხრივ, ხედავდით, იყო მცდელობები, რომ იქნებ რაიმენაირად ბარიერი დაწეულიყო იმისთვის, რომ საერთოდ შანსი ჰქონოდათ პარლამენტში შესვლის. ამიტომ, შედეგებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია პირიქით, იმის გამო, რომ ვინაიდან ოპოზიცია არის აბსოლუტური მარცხის ზოლზე, არის რისკები, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს სხვა მეთოდების გამოყენებას, მათ შორის, აქედანვე ვხედავთ, რომ არის მცდელობა მომავალი არჩევნების დისკრედიტირების.
ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი. ასე რომ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ამ დროს, როდესაც ჩავლილი იქნება, ქართულმა საზოგადოებამ ისევე აღნიშნოს ახალი წელი, წარმატებით და ოპტიმისტურად, როგორც ამ ახალ წელს აღვნიშნავთ,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით