“ასჯერ რომ დავბადებულიყავი, თავიდან ვიპოვნიდი, მეყვარებოდა და ყოველ ჯერზე ცოლად მოვიყვანდი” – აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი, რომელიც ბაქოში პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საექსტრადიციო პატიმრობა ჰქონდა შეუფარდებული, გათავისუფლების შემდეგ კი, საქართველოშია და რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებზეც დადის, სოციალურ ქსელში, წერს:
დღეს, 4 ივლისს, 17 წელი შესრულდა, რაც ჩემი ოჯახი ჯანმრთელობაზე, ერთგულებასა და ერთიანობაზე აშენდა. დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაჩვენა, რომ ყველაზე მოძალადე რეჟიმმაც კი – ს რეჟიმმა თავისი მძიმე რეპრესიებითაც – ვერ დაანგრია ჩვენი სიყვარული, ვერ დაანგრია ჩვენი ერთობა და ერთი აგურიც ვერ ჩამოაგდო ჩვენი ოჯახის კედლიდან. ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ ამ ქვეყნად, რადგან ასეთი ხელშეუხებელი, დაუმარცხებელი ოჯახი მყავს. ასჯერ რომ დავბადებულიყავი ამ სამყაროში, სიხარულით თავიდან ვიპოვნიდი ჩემს ცოლს სევინგის, მეყვარებოდა და ყოველ ჯერზე მასთან ერთად ოჯახს შევქმნიდი, ცოლად მოვიყვანდი. სიყვარულით დარგულმა ამ ხემ ორი ლამაზი ნაყოფი მოისხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია