რას გუგლავდნენ 2023 წელს ყველაზე ხშირად?

საძიებო სისტემა Google-მა გამოავლინა ის სიტყვები და ფრაზები, რასაც მიმდინარე წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ. საინფორმაციო კატეგორიაში მომხმარებლები ხშირად ეძებდნენ ინფორმაციას ისრაელსა და ჰამასს შორის ომზე. მას მოსდევს კითხვები „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასული წყალქვეშა ნავის შესახებ, რომელიც მალევე აფეთქდა, ასევე თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებზე.
რაც შეეხება ყველაზე ხშირად მოძიებულ ადამიანებს, ყველაზე ხშირად მიმდინარე წელს NFL-ის „ბუფალო ბილსის“ მოთამაშეს დამარ ჰამლინს გუგლავდნენ. იანვარში ჰამლინს მოედანზე გული გაუჩერდა, რის შემდეგაც მან სპორტში დაბრუნება შეძლო. გარდაცვლილი ცნობილი ადამიანებიდან საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად საკულტო სერიალის Friends-ის მსახიობს, მეთიუ პერის და ცნობილ მომღერალ თინა ტერნერს ეძებდნენ.
ყველაზე მოთხოვნადი ფილმების სათავეში „ბარბი” იყო, მას მოჰყვა „ოპენჰაიმერი” და ინდური ტრილერი Jawan-ი. რაც შეეხება სერიალებს, ყველაზე პოპულარული იყო The Last of Us, Wednesday and Ginny & Georgia.
კორეული კერძი ბიბიმბაპი წელს Google-ში ყველაზე პოპულარული რეცეპტი გახდა, ხოლო სპორტული გუნდების საძიებო ტენდენციებში საფეხბურთო კლუბი „ინტერ მაიამი“ ლიდერობდა. ხალხს ასევე აინტერესებდა, რატომ არის ტეილორ სვიფტის კონცერტის ბილეთები და შრირაჩას სოუსი ასეთი ძვირი? ასევე რას ნიშნავდა სიტყვა rizz-ი. (ტეილორ სვიფტის ბილეთების ფასები 49-დან 899$-მდე ღირდა, ხოლო შრირაჩას სოუსი 645 ინდური რუპია ღირს).
შეგახსენებთ, რომ Google-მა შეაგროვა ძიების შედეგები 2023 წლის ანგარიშისთვის 1 იანვრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით.
2023 წელს Google-ის საძიებო სისტემამ 25 წლის იუბილე აღნიშნა; ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნებით. ხალხი ყველაზე ხშირად გუგლში კრიშტიანო რონალდუს ეძებდა – სპორტსმენთა კატეგორიაში, ბიონსეს – გრემის ჯილდოს მფლობელთა კატეგორიაში და „ჰარი პოტერის“ მსახიობებს – კინომსახიობთა კატეგორიაში.

ასევე დაგაინტერესებთ