„მარტო სახლში 2“-ის სახლი ნიუ იორკში $6,7 მლნ-ად იყიდება

„მარტო სახლში 2“-ის სახლი ნიუ იორკში $6,7 მლნ-ად იყიდება
ფილმ Home Alone 2: Lost in New York-ის სახლი 6,7 მილიონ დოლარად იყიდება. საუბარია ბიძია კევინის სახლზე, სადაც ბიჭი ხაფანგებს უგებდა მძარცველებს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
სახლი ნიუ-იორკის ზემო ვესტ-საიდზე მდებარეობს და მისი მისამართია 51 West 95th Street და აქვს 4 საძინებელი და 5 სველი წერტილი. სახლი ფილმის „მარტო სახლში“ გადაღების შემდეგ გარემონტდა, ასე რომ, ახლა სახლი არ ჰგავს მის კინო-ვერსიას.
ამჟამინდელმა მფლობელებმა თაუნჰაუსი 2009 წელს შეიძინეს. ოჯახი, რომელიც ახლა იქ ცხოვრობს, ჯერ კიდევ შობის დღესასწაულზე იღებს წერილებს ბავშვებისგან, რომლებიც ფილმზე „მარტო სახლში“ სწერენ. ხანდახან სახლს და მის ეზოს ფილმის მოყვარულები ფოტოებს უღებენ.
თაუნჰაუსის ფასი, მიმდინარე წლის მარტში, 7,65 მილიონ დოლარი იყო, მაგრამ ფასი აპრილში 7,1 მილიონ დოლარამდე დაეცა, ივნისში – 6,7 მლნ-მდე.

ასევე დაგაინტერესებთ