გერმანიის საგარეო უწყება – პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ძალების მიერ ზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინას თავდაცვისთვის მეტი დახმარება სჭირდება და არა ნაკლები.
„თავდასხმა საცხოვრებელ შენობებზე, ტერორი დრონებით და აფეთქებები მთელი ღამის განმავლობაში. პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს: კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს. უკრაინას თავდაცვისთვის მეტი სჭირდება და არა ნაკლები”, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში 23 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ