პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პრეზიდენტო ტრამპ, პუტინი დასცინის თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას

პრეზიდენტო ტრამპ, პუტინი დასცინის თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას – გთხოვთ, აღადგინოთ უკრაინისთვის საზენიტო საბრძოლო მასალის მიწოდება და აგრესორის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები დააწესოთ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი განცხადებით, რუსეთზე მასშტაბურმა თავდასხმამ ხანძარი და დიდი ზიანი გამოიწვია, მათ შორის კიევში პოლონეთის საკონსულოში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში 23 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება