მოსკოვში „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტის ცხედარი იპოვეს, წინასწარი ვერსია თვითმკვლელობაა

მოსკოვის „რუბლიოვკის” რაიონში, საცხოვრებელ სახლთან იპოვეს რუსული კომპანია „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტის, 62 წლის ანდრეი ბადალოვის ცხედარი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ვერსია თვითმკვლელობაა. ტელეგრამ-არხ Baza-ს ცნობით, ანდრეი ბადალოვი სახლის მე-10 სართულზე ცხოვრობდა, თუმცა მე-17 სართულის აივნიდან გადმოვარდა.
კომპანიამ ბადალოვის სიკვდილი დაადასტურა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებია.
ანდრეი ბადალოვი „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო 2021 წლიდან.
რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული „ტრანსნეფტი“ ნავთობის ტრანსპორტირების უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს რუსეთში მოპოვებული ნავთობის 83%-ის და ქვეყანაში წარმოებული ნავთობპროდუქტების 30%-ის ტრანსპორტირებას.
ბოლო წლებში რუსეთში მოულოდნელად გარდაიცვალა მსხვილი კომპანიების არაერთი ხელმძღვანელი.
მათ შორის, 2022 წლის სექტემბერში ანდრეი ბადალოვის მსგავსად დაიღუპა ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი. მისი ცხედარი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან ნახეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?