მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ორი მძიმეწონიანი ევროპული კლუბი შეხვდება – პსჟ მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ. მატჩი ატლანტაში, “მერსედერს ბენცზე” შაბათს, 5 ივლისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში მადრიდის “რეალს” ან დორტმუნდის “ბორუსიას” შეხვდება.
“ბავარიულმა გიგანტმა” “ფლამნეგოს” 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ჰარი კეინი ფორმაშია და მას სეზონში უკვე 41 გოლი დაუგროვდა. ძველი ფორმატით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი მიუნხენელებს ორჯერ აქვთ მოგებული, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს.
შტატების ძლიერი სიცხის მიუხედავად, კომპანის “ბაიერნი” პრესინგს აქტიურად თამაშობს. ტურნირზე ყველაზე მეტი (16) გოლი მათ აქვთ (10 ოკლენდს გაუტანეს).
რაც შეეხება პსჟს, უსმან დემბელეს დაბრუნებამ გუნდს დამატებითი სტიმული მისცა. ბოლოს, როცა “ბაიერნთან” ითამაშა(ნოემბერში), დემბელე 57-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. ლუის ენრიკე ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებს და ცვლილებები არ იქნება.
სამხრეთკორეელი კი მინ ჯე გასულ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის დაბრუნდა და შესაძლოა, ახლა სასტარტოში ვიხილოთ(ლევერკუზენიდან შეძენილი ჯონათან თა შეცვალოს). მოგეხსენებათ, ის და ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” თანაგუნდელები იყვნენ. ჩვენ “კვარას” მორიგი დასამახსოვრებელი მატჩის მოლოდინში ვართ!..
თომას მიულერი მიუნხენელთა შემადგენლობაში 756-ე შეხვედრას ჩაატარებს და შესაძლოა, ეს მისთვის ბოლოც კი იყოს.
პსჟს ტურნირზე ერთი მარცხი კი აქვს, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდი ბურთს ყველაზე ხშირად (72%) ფლობს, ყველაზე მეტი პასი (2888) შეასრულეს და ყველაზე ცოტა (1) გაუშვეს.
“ბაიერნმა” პსჟს ბოლო ოთხი მატჩი მოუგო, თანაც ისე, საკუთარ კარში გოლი არ მიუღია და პარიზელებს ეს სტატისტიკა შესაცვლელი აქვთ!..
პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ნევეში, რუისი – დუე, დემბელე, კვარაცხელია;
ბაიერნი: ნოიერი – ბოეი, უპამეკანო, კიმი, სტანისიჩი – კიმიხი, გორეცკა – ოლისე, მუსიალა, კომანი – კეინი.
მსაჯი: ტეილორი (ინგლისი).
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? – “ლიონს” სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
პსჟ კვლავ “ინტერთან” თუ “რეალი”/”სიტის” საუკეთესო – გზა ფინალამდე
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს – “ახალი კვარა”?
[VIDEO] “რეალის” ლამაზი გოლები “ზალსბურგთან” – ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და “იუვენტუსს” შეხვდება
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია – პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
Opta: პსჟ მუნდიალის ფავორიტი აღარაა – გამარჯვების მეტი შანსი სხვა გუნდს აქვს
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! – შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ეს გუნდი პსჟ არაა – ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
“მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?” – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
