ზურაბიშვილი გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად – ივანიშვილი

ზურაბიშვილი გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად – ივანიშვილი
ზურაბიშვილი გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად, მისი არჩევანი იყო, – ამის შესახებ მან ქართული ოცნების ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
გარდა ამისა, ივანიშვილმა აღნიშნა: “ეს მისი [ზურაბიშვილის] არჩევანი იყო. სხვა რა გითხრათ”.
30 დეკემბერს ქართული ოცნების პარტიის ყრილობაზე, პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცების გარდა, პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა შემოიღეს. ეს პოსტი ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა.
“ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას”. – აღნიშნა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ