“როცა საქმე ეხება ბანკების მიერ ხალხის ყვლეფას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს” – ვახუშტი მენაბდე

“როცა საქმე ეხება ბანკების მიერ ხალხის ყვლეფას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს” – ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
როცა საქმე ეხება ჩვენი საარსებო გარემოს, მიწისა და წყლის დაცვას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ ნამახვანი; როცა საქმე ეხება ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრის, წიაღისეულის საჯარო განკარგვას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ ჭიათურა; როცა საქმე ეხება ბანკების მიერ ხალხის ყვლეფას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ საპროცენტო განაკვეთებზე მათი პოზიციები; როცა საქმე ეხება მევახშეობას, ამ სოციალურ დესტრუქციას, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ ამ საქმიანობის რეგულირებაზე მათი პოზიციები; როცა საქმე ეხება რეალურ საპენსიო რეფორმა ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ სოლიდარობის სვეტზე მათი პოზიციები; როცა საქმე ეხება ეკონომიკურ უთანასწორობას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ სიმდიდრის გადანაწლებაზე მათი პოზიციები; როცა საქმე ეხება ხალხისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის რეალური ბერკეტების გადაცემას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმებზე მათი პოზიციები; როცა საქმე ეხება ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ქართული სახელმწიფოს შენებაში ჩართვას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ მათი შიდა უსაფრთხოების კონცეფციები; მესმის რომ არც ეს ხელისუფლებაა ლეგიტიმური და არც ყველა ოპოზიციური პარტიის ხედვაა იდენტური, მაგრამ ძირითადად ასე ხდება, როცა ხალხის ინტერესი ელიტისას უპირისპირდება, მთავარი პარტიების პოზიციები იდენტური ხდება. იქნებ იმიტომ, რომ ესაა რეალური ბრძოლა? ბრძოლა ელიტის და სახალხო ინტერესებს შორის და იქნებ ესაა ახლა ჩვენი წინააღმდეგობის ამოცანა, რომ ის სახალხო ინტერესების დამცველი პლატფორმა გახდეს. ასე ახლოს, როგორც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ამ ფუნქციის შესრულებასთან რუსთაველის გამზირი არასდროს ყოფილა. საჭიროა მთელი პოლიტიკური ტრადიციის ამოტრიალება. ჩვენ ახალი საქართველო გვჭირდება, ისეთი როგორიც ის არასოდეს ყოფილა.