რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის

რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის
რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ იმედი LIVE-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, დაპირება იყო, რომ მმართველი გუნდი გაანეიტრალებდა რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და ეს დაპირება უნდა შესრულდეს.
„ოპოზიციამ სინამდვილეში კარგად იცის, რომ ჩვენთვის სულ ერთია, ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება განხეთქილებას რადიკალური ოპოზიციის პარტიებს შორის, ამას აქვს ერთადერთი, კლასიკური მიზეზი – ეს არის სისუსტე. რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის. თვითონ არ იციან, რა ქნან – ვერც აქციებს აწყობენ, აქციებზე ვერც კი გამოდიან სცენაზე. 2000 კაცი შეიკრიბა რამდენიმე დღის წინ რადიკალური ოპოზიციის მიერ და იქაც კი ვერ გაბედეს სცენაზე ასვლა. ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაიწმინდოს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. თუ არ ჩამოშორდა ეს აბსოლუტურად რეპუტაცია გაცვეთილი ხალხი ქართულ პოლიტიკას, ჩვენთან სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები. ჩვენი დაპირება იყო, პირადად ჩემი დაპირებაც, რომ ჩვენ გავანეიტრალებდით რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ეს დაპირება უნდა შესრულდეს. ეს დაპირება თავისთავად არის პრინციპული მნიშვნელობის, იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე

დღეს ხდება წითელი ხაზის გავლება ერთი მხრივ, საქართველოს პატრიოტებს – დემოკრატებს, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორე მხრივ, რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ პარტიებსა თუ ენჯეოებს შორის