ლევან იოსელიანმა N12-ე დაწესებულებაში ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია და რომეო მიქაუტაძე მოინახულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავში, N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფოირმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან იოსელიანმა მოინახულა ამავე საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსები – , ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, , ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, , გივი თარგამაძე, და რომეო მიქაუტაძე და გაესაუბრა მათ.
„სახალხო დამცველი გაეცნო პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა სასეირნო სივრცეები, სამედიცინო ნაწილი, დეესკალაციის ოთახები და სამარტოო საკნები. დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან საუბრისას სახალხო დამცველმა პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გაეცნო, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ და სასწავლო პროგრამებს, მსჯავრდებულთა ჩართულობის კუთხით.
ლევან იოსელიანი გაესაუბრა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის მოინახულა და გაესაუბრა N12-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია და რომეო მიქაუტაძე.
სახალხო დამცველის და აპარატის თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.