რუსეთსა და ბელარუსში ხშირი მოგზაურობის გამო ლიეტუვამ ამ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეს. ეს პირველი შემთხვევაა და შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ეროვნულ სანქციებთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები.
„რუსეთსა და ბელარუსში ხშირად ჩამსვლელი რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების მიზეზების გამოძიების დროს გამოვლინდა პირველი შემთხვევა, რომელიც არ შეესაბამებოდა დადგენილ გამონაკლისებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ მოქალაქისთვის ლიეტუვაში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაუქმების შესახებ“, – იტყობინება მიგრაციის დეპარტამენტი.
ცვლილება მაისიდან შევიდა ძალაში და რუსეთის მოქალაქეებს უკრძალავს საპატიო მიზეზის გარეშე რუსეთში ან ბელარუსში ჩასვლას უფრო სამ თვეზე ხშირად. გამონაკლისს წარმოადგენს, მაგალითად, საქმიანი მივლინებები, საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან ჰუმანიტარული მისიები. ის არ ვრცელდება ოჯახურ გარემოებებზე.
დეპარტამენტის ცნობით, ასეთი 34 შემთხვევა გამოვლინდა. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ახალი წესის დამრღვევ რუსეთის მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ ბინადრობის ნებართვა – ხელისუფლება მათგან განმარტებებს ელოდება. თავის მხრივ, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, დოვილე შაკალენემ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ლიეტუვაში პოსტსაბჭოთა
ქვეყნებიდან რუსულენოვანი მიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას იწვევს. მან მაგალითად მოიყვანა „პროდასავლური“ ფილიპინელი მუშები, რომლებიც გამოირჩევიან „შრომითი ეთიკითა და მასპინძელი ქვეყნის ენის შესწავლის სურვილით“.
ფორუმი