კვლევის თანახმად, USAID-სთვის დაფინანსების შეჩერების გამო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი დაიღუპოს

კვლევის თანახმად, USAID-სთვის დაფინანსების შეჩერების გამო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი დაიღუპოს
-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) დაფინანსების შეჩერების გამო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი დაიღუპოს.
სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს 4.5 მილიონზე მეტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი, რომლებიც ყველაზე დაუცველ ჯგუფებს წარმოადგენენ.
კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში USAID-ის პროგრამებმა 91 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი აიცილა თავიდან, რომელთაგან დაახლოებით მესამედი ბავშვი იყო. მათ შორის იყო აივ/შიდსის მქონე პირი, რომელთა სიკვდილიანობაც 65%-ით (25.5 მილიონი ადამიანი) შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, USAID-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…