21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სასამართლოს ეზოში მინდაძის ოჯახის წევრები და მხარდაჭერები არიან შეკრებილები.
ისინი სკანდირებენ – “მონებო”, “ივანიშვილის მონებო”, “გალუსტაშვილი მონა”.
ასევე აქციის მონაწილეებმა შავი ფერის კვამლიც გაუშვეს, რომლებიც მათ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა წაართვეს.
მანდატურის სამსახური და პოლიცია ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს ტერიტორიას ძალისმიერი მეთოდებით ატოვებინებს.
ცნობისთვის, სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და მას 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს