გაიწვიეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება – OSCE PA სირიას

დღეს, 2025 წლის 3 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მიერ ქალაქ პორტოში, პლენარულ სესიაზე მიღებული „პორტოს დეკლარაცია“ სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს ს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
კერძოდ, ვრცელი, 219-პუნქტიანი დეკლარაციის 68-ე პუნქტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას:
· „გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, სა და ცხინვალის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
· გაიწვიოს უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუჰანსკის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
· აღიაროს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.
მცირე ხნით ადრე, 25 ივნისს, ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფებოდა სირიაში. დე ფაქტო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თან ახლდა მოადგილე ირაკლი ტუჟბა.
მანამდე, 18 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერების, სა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა ს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.
ერთი თვით ადრე კი, 17 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, – რომლებიც არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სადავო საპარლამენტო არჩევნებში, – ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ შექმნილ ტრანზიციულ მთავრობას მიმართა ამავე მოწოდებით.
დღეს მიღებული დეკლარაციით, ასევე, საქართველოზე ცალკე მიღებული რეზოლუციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა ცვლილებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და შეშფოთება გამოხატა „რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცების გამო“ – „საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში“.
დეკლარაციამ კი მოითხოვა საქართველოში „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, „რუსული სტილის ყველა კანონის გაწვევა“ და ახალი, სამართლიანი საპარლამენტო ს ჩატარება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა