ოქრო გაძვირდა – რა ღირს ძვირფასი ლითონი ოქროს ბირჟაზე?

ოქროს ბირჟაზე ფასმა მოიმატა და 1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ღირებულება 292-დან 300 ლარამდეა. ამის შესახებ bm.ge-ის ოქროს შემფასებელ-ექსპერტმა გულიკო მორჩილაძემ განუცხადა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ოქრომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ერთ უნციაზე $3,500-ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ მცირედი კორექცია მოხდა, ივნისში ძვირფასი ლითონი კვლავ მაღალ ნიშნულზე – $3,200-3,300 დიაპაზონში ივაჭრებოდა. ამჟამად უნცია ოქროს ფასი $3,300-ს აჭარბებს და არსებული პროგნოზებით, წელს მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს გაძვირებამ ასახვა ადგილობრივ ბაზარზეც პოვა. როგორც გულიკო მორჩილაძე ამბობს, ფასის მცირეხნიანი კლების შემდეგ, ეტაპობრივი ზრდა მოხდა და ბოლო მონაცემებით, 10-15 ლარიანი მატება ფიქსირდება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მომხმარებლების კლების ტენდენციაც არის, რაც მათ შორის გაზრდილ ფასებს უკავშირდება.