სლოვენიაში „ციფრული მომთაბარეებისთვის“ ვიზები გამოჩნდება

სლოვენია ახალი ტიპის ვიზის შემოღებისთვის ემზადება – ის „ციფრული მომთაბარეებისთვის“ არის განკუთვნილი – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ეს ვიზა უცხოელებს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში ერთ წლამდე იცხოვრონ იმ პირობით, რომ ისინი დისტანციურად იმუშავებენ უცხოურ კომპანიაში (რომელიც არ არის რეგისტრირებული სლოვენიაში). „ციფრულ მომთაბარეს“ არ შეუძლია ადგილობრივ კომპანიებში მუშაობა ან მათთვის ნახევარ განაკვეთზე მუშაობა.
„ციფრული მომთაბარეს“ ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ გადაადგილება, თუმცა მათ ასევე ეკრძალებათ სლოვენიაში მუშაობა. წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ვიზის გაუქმება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.
ვიზის მისაღებად, მსურველმა უნდა დაადასტუროს თავისი შემოსავალი – მაგალითად, საბანკო ამონაწერით ან დასაქმების ხელშეკრულებით.