,, ვიდრე თქვენ მტარვალი სააკაშვილის კაპრიზებს ასრულებთ და მძორს პატიმრობის მაგივრად ვიპ პალატაში ამყოფებთ, მისგან ნაწამები კაცი გერმანიაში, დევნილობაში კვდება!” – ზაზა დავითაია

,, ვიდრე თქვენ მტარვალი სააკაშვილის კაპრიზებს ასრულებთ და მძორს პატიმრობის მაგივრად ვიპ პალატაში ამყოფებთ, მისგან ნაწამები კაცი გერმანიაში, დევნილობაში კვდება!” – ზაზა დავითაია
ჟურნალისტი ზაზა დავითაია:
,,დღეს ჩემს ძმას, დათო გაიხარაშვილს გულმა და თირკმელებმა უმტყუნეს…
ხელისუფლებავ! ვიდრე თქვენ მტარვალი სააკაშვილის კაპრიზებს ასრულებთ და მძორს პატიმრობის მაგივრად ვიპ პალატაში ამყოფებთ, მისგან ნაწამები კაცი გერმანიაში, დევნილობაში კვდება!
დათო ნახევარი საათის წინ მოვიდა გონს… მდგომარეობა მეტად მძიმეა!!!
1თვის წინ გერმანელმა ექიმებმა ინვალიდობის ბოლო სტადია დაუდგინეს…
ხელისუფლებავ, რა გახდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ამ თვალსაჩინო მსხვერპლის, დათო გაიხარაშვილის პატრონობა???
რეჟიმთან ბრძოლას შესწირა სახლ-კარი და მთელი ქონება! სამშობლოში ვერ ჩამოდის, რადგან წვიმის დროს თავზე გადასაფარებელი ცელოფანიც აღარ გააჩნია!
დედამისიც, რეჟიმთან თვალსაჩინო მებრძოლი, ქეთევან გიგაურიც, უცხოეთში ისე გარდაიცვალა, რომ უკანასკნელი ნატვრა ვერ შეისრულა – სამშობლოში დაბრუნებულიყო და ოჯახის წევრების საფლავებზე სანთელი დაენთო!
მხოლოდ მისი ნეშტი დაბრუნდა საქართველოში!
გაფიქრებაც არ მინდა – დათოს რამე მოუვიდეს!!! 😭
ჩემო მეგობრებო… გევედრებით, ყველამ ერთად ლოცვით მაინც შევეწიოთ დათოს… ღმერთს შევავედროთ მისი სიცოცხლე!”

ასევე დაგაინტერესებთ