თაკო ჩარკვიანი: ახლა მაინც მიეცით გზა ახალგაზრდებს და იდეალისტებს და მორჩით ამ ”ამინდის დაყენებაზე” ფიქრს … იღუპება ქვეყანა!

“გახარიას მოვუსმინე ამ სამარცხვინო “კომისიაზე”!
ჰოდა, კოლეგა ოპოზიციონერებო და სიმართლის თქმის გამო და თქვენი ლუსტრაციის გამო ჩემზე განაწყენებულო “ფეიკ” ოპოზიციონერებოც, წულუკა და მისი “კომისია” რა კატასტროფაც არის ვხედავ, რაც არის ვიცით და ვხედავთ, მაგრამ გახარიას თუ უსმენთ?!!! აი ამ უტიფარ თვალთხარიასთან გქონდათ ადგილობრივ არჩევნებში “ალიანსი” და ამის “იმედი”??? ჰოდა, თვალთხარია გახარიათი და რუსი ბურჯანაძით დაიღუპება პროცესი და ქვეყანა თქო, რომ ვამბობდი და ხალხს რომ ატენიდით, დიდი და ბინძური რუსული თამაშია თქო ვამბობდი და ახლა “პოლიტპატიმრად” შერაცხული მელია რომ არის და ამბრაზურასავით გადაფარებული რომ იცავდა “ამ ორს”, ამ ხალხით უნდა მოგვეგო ბრძოლა რუს ოლიგარქთან??
“ოპოზიციამ შტურმი განახორციელა პარლამენტზე და ამიტომ თავთხარე თვალებიო” რომ განაცხადა, მეორე პუტინკა რუსმა ანუ ბურჯანაძემ თქვა “ომი ჩვენ დავიწყეთ და გორს ჩვენ ვბომბავდითო “🙈😳😂აი ამათთან აწარმოებდით მოლაპარაკებებს, აი მართლა ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც…
მოკლედ, ბრძოლის “სტრატეგია იყო “ დუპლეტური, მხოლოდ ერთმანეთის ჯიბრი და ამბიციები (გრანდიოზული ამბიციები) “ზოგიერთი“ ოპოსი, თან “გარიგება ივანიშვილის ფინანსებთან-“ სრულიად სამარცხვინო გარიგება ანუ ამომრჩევლის ღალატი – მრავალათასიანი აქციების დაშლა, აი ამან გაანადგურა ბრძოლის პროცესი.
ჰოდა ამ თაღლითობამ მიიყვანა პროცესი განადგურებამდე ,”ყველაფრის მცოდნეობამ”, შემდეგ გამოგონილი ლიდერის ძებნამ – “ხალხთან და ცოტა ზემოთ”. პრივატიზირებულმა ტვ ეთერებმა და პრემიერობის ნაადრევმა სურვილებმა მიიყვანა ბრძოლის პროცესი განადგურებამდე ….
ახლა მაინც მიეცით გზა ახალგაზრდებს და იდეალისტებს და მორჩით ამ ”ამინდის დაყენებაზე” ფიქრს …..
იღუპება ქვეყანა!!!!!!!
ამინდი კი ასეთია -წუმპეა წუმპე!!!!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.