კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის ექვს თვეში – 602 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2060 შეადგინა.
როგორც GCCA-ში აღნიშნავენ, განცხადებების რაოდენობა 48%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
უფრო დეტალურად: თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 204, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 176, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 111, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 35, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 24, ხოლო სხვა დანარჩენზე 52 განაცხადი.
წელს, მომხმარებლის განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 80%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%, აჭარა 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.
სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 16%-ს.
ამასთან, ექვსი თვის შედეგებით:
