მარკ რუტე: ლავროვი, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და მას შემდეგ, მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა

“ლავ­რო­ვი – ის, რო­გორც მახ­სოვს, იესო ქრის­ტეს და­ბა­დე­ბი­დან რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრია, არა? და მას შემ­დეგ მისი პი­რი­დან სა­სარ­გებ­ლო არა­ფე­რი გა­მო­სუ­ლა. ამი­ტომ, ბა­ტონ ლავ­როვს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ვაქ­ცევთ“, -ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მარკ რუ­ტემ Fox News-ის ჟურ­ნა­ლისტს გა­ნუ­ცხა­და.

ამ სი­ტყვე­ბით მარკ რუტე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის ბი­უ­ჯე­ტის ზრდა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კო­ლაფსს გა­მო­იწ­ვევს“.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­დე­საც ლავ­როვს სთხო­ვეს პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, რა­დოს­ლავ სი­კორსკის, სი­ტყვე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი თა­ნა­მედ­რო­ვე „შე­ი­ა­რა­ღე­ბის რბო­ლის“ შე­დე­გად კო­ლაფსს ელის, ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და:

„ალ­ბათ, რად­გან ის ასე­თი პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, ვა­რა­უ­დობს, რომ ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის ბი­უ­ჯე­ტის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი, ჩემი აზ­რით, ზრდაც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კო­ლაფსს გა­მო­იწ­ვევს“.