გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში აფეთქებების შედეგად ლიკვიდირებულია ФСБ-ს ერთ-ერთი გენერალი – მოსკოვის ცენტრში ძლიერი აფეთქების შესახებ რუსული მედია და Telegram-არხები იუწყებიან. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე აფეთქება მოხდა და სულ მცირე ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია ФСБ-ს გენერლის, მე-5 სამსახურის (დსთ-ს ქვეყნების კონტრდაზვერვა) ხელმძღვანელის ალექსეი კომკოვის ლიკვიდირების შესახებ.
