მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული:
28 წლის წინ გახლდით აშშ-ში, ედუარ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, ერთ- ერთი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას. აგრეთვე, გახლდით ჯონ- მალხაზ შალიკაშვილის ფონდის წევრი, რომელსაც სათავეში ედგა გივი ზალდასტანიშვილი.
მაშინ საქართველო აშშს მტკიცე თანადგომითა და ხელშეწყობით აშენებდა სახელმწიფოებრიობას და ქვეყანაში ტარდებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმები. დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის ათწლეულების გარანტს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების, თავდაცვის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალიზება- განვითარებაში.
მუდამ გახსოვდეს საქართველო ვინ არის შენი მტერი და ვინ მოყვარე!”