პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
კომისიის სხდომა მოწმის ონლაინ ჩართვით
შენიშვნა: ეს არის მხატვრული ნაწარმოები, მინიპიესა. ყოველგვარი დამთხვევა რეალობასთან შემთხვევითია და არა წინასწარგანზრახული.
———————————————————-
მოწმე: აააა…
თავმჯდომარე: ა და ბა!
კომისიის წევრი: აგური და ქვა!
მეორე წევრი მოტორიანი თხა!
მესამე წევრი: შეჩემის ტუზო, ვირის ტორმუზო, რობიზონ კრუზო!
თავმჯდომარე:: ბატონებო, ძალიან გთხოვთ.
მოწმე (მესამეს): რობინზონ და არა რობიზონ! მაგდენიც არ იცი, ბიჭო, რწყილი და ჭიანჭველას მერე რომ არაფერი წაგიკითხავს ცხოვრებაში!
მეოთხე წევრი: შენი ბიჭო არავინ არაა აქ! ვისაა რო ებლატავები შე კურდღელო? მოგიტ…
თავმჯდომარე (აწყვეტინებს) ხომ გთხოვეთ, არა?
მეხუთე წევრი (ჩაფიქრებული ზის და უცებ გამოერკვევა): არა და გაგარტყი წარამარა! უი, თქვენ არა, იმას ვუთხარი… ისა….
თავმჯდომარე (მოწმეს): თქვენ აქ იმიტომ არ ხართ დაბარებული რომ ენამახვილობით გაგვართოთ, კეთილი ინებეთ და გვიპასუხეთ შეკითხვებზე! ა და ბა არ გვინდა, არც ვა. ენამახვილობა ჩვენც ვიცით,
მოწმე: კი ბატონო, გისმენთ.
პირველი წევრი: რვა როგორ იქნება რუსულად თუ იცი?
მოწმე: ვოსემ.
პირველი წევრი: ჰოდა, შეგცა მოსემ! (გამარჯვებული სახით იხედება თავმჯდომარისკენ).
მეოთხე წევრი: მოსე ვინაა?
თავმჯდომარე: (გაღიზიანებული) კმარა მეთქი! თქვენ რაღა გჭირთ?
მოწმე: თუ შეკითხვები არა გაქვთ და შაირობა გინდათ, კი ბატონო, აქეთ ფიცარი, იქით ფიცარი….
თავმჯდომარე (აწყვეტინებს): ცოტა წყნარად! დამშვიდდით!! ნუ ნერვიულობთ!!! თუმცა, სანერვიულოც გაქვთ, არ დავმალავ.
მოწმე: მე არ ვნერვიულობ, თქვენ მეშაირებით. მე შაირი არ მინდოდა, თქვენ ამტეხეთ ძალათაო…
მეოთხე წევრი: არა, კიდე რო აგრძელებს ბლატაობას! რას გეტყვი იცი, შე ბოზო?..
თავმჯდომარე (აწყვეტინებს): კარგი, კარგი! რას ჰგავს ეს? ერთი წუთით გათიშეთ ინტერნეტი და მერე ჩართეთ ისევ. ჰო, რას მიყურებთ გაოცებული თვალებით? გათიშეთ მცირე ხნით და ისევ ჩართეთ!
ინტერნეტი ითიშება. სიჩუმეა.
თავმჯდომარე: ყველასთან მექნება პატარა თხოვნა – ვიგინებით მხოლოდ ნახევარ სააათში ერთხელ, ანუ გინებებს შორის ინტერვალი იქნება ნახევარი საათი! მანამდე შეიკავეთ თავი და მაცალეთ მოწმის დაკითხვა. (თავისთვის) ეჰ, რა ვუყო ამდენ დებილს? (ხმამაღლა) აბა, ჩავერთეთ ისევ, ჩავერთეთ!
კომისიის მეორე წევრი: იქნებ თხუთმეტ წუთამდე ჩამოვიდეთ?
(გაგრძელება იქნება)