ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას – ეუთოს გენმდივანი

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40 პროცენტიანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე ამას, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ომში მყოფი ქვეყანა, როგორც ტექნიკურად ისე სამართლებრივად. ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, – განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ეუთოს გენმდივანმა, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში 61 მანდატით არის წარმოდგენილი და ბოიკოტს უცხადებს მას, ამით უსამართლოდ ეპყრობა იმ ხალხს, ვინც ისინი აირჩია.
„რაც შეეხება არჩევნებს, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირმა დაწერა ანგარიში, რომელშიც ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ, პარლამენტის 40 პროცენტზე მეტი ოპოზიციითაა წარმოდგენილი, თუმცა, ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატავად, თუმცა, ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო-პარლამენტი. გქონდეს 40 პროცენტიანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე ამას, ეს ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ეუთოს გენმდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”