თემა არის, „ჩვენ ახლა შენ უნდა დაგიჭიროთ, დაგამციროთ ან ვიღაცას ვანახოთ, როგორ „გებლატავებით” – ხაბეიშვილი

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, წულუკიანის კომისიაზე გახარიას ჩართვას ,,პალიტრასთან” ასე ეხმაურება:
,,მართლა წარმოუდგენელია, რასაც ვუყურებთ, ერთმანეთს როგორ ჭამენ. გახარია მისსავე ხელისუფლების პირობებში არის დევნილი.
ასეთი რამ მართლა გაუგებარია. დროს რაში ხარჯავენ, 2-3 საათი, ბოდიში ჟარგონზე და, „ტლიკინებენ“ აბსოლუტურად უსაგნო თემებზე. ჩორჩანაზე კი არ არის საუბარი, საუბარი არის, რომ გახარიას დაჭერა უნდათ. საგნობრივად ხომ არაფერს განიხილავენ, თემა არის, „ჩვენ ახლა შენ უნდა დაგიჭიროთ, დაგამციროთ ან ვიღაცას ვანახოთ, როგორ „გებლატავებით”. რეალობაში, ხალხს უკიდურესი პრობლემები აქვს.
გახარიასთან დაკავშირებით არ მინდა ბევრი რამე ვთქვა, მაგრამ რა არის იცით? ადამიანს როგორ წინ დახვდება ხოლმე… ამბობდა, აბა მიშა თუ მაგარია, ჩამოვიდეს, ჩაჯდესო და ამასობაში, გიორგი, ხომ ხედავ, შენმა მთავრობამ, შენს ფეხქვეშ რომ ეგებოდნენ, ალუდა ღუდუშაურისთვის ათი რომ გეთქვა, ერთს არ შემოგბედავდა და ახლა ერთი არ გაქვს ნათქვამი, თხუთმეტი გითხრა – ამისთანა ხალხმა გააქცია ქვეყნიდან”

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”