ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
„წულუკიანის კომისიის პოზიციონირებას რომ ვუსმენ გახარიას გამოკითხვის დროს ახლა, ჩემ თავს ვუტყდები, რომ აშკარად გახარიას მხარეს ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ორივე მხარე ერთნაირი ნაგავი ხართ…
ჩვენი ანტისაოკუპაციო მოძრაობა იყო პირველი, რომელიც ჩორჩანა-წაღვლის ტყეში შევიდა და 18 კილომეტრიანი რეიდის შემდეგ შესაბამისი მტკიცებულებები გამოიტანა ვიდეომასალის (ხაზს ვუსვამ) სახით, რომელზეც მაშინ მოქმედი შსს-ს თანამშრომლები გვიმტკიცებდნენ, ეს მონიშვნები ბორდერიზაციისთვის მზადებას კი არ აღნიშნავს, მეტყევეებმა მონიშნეს, ხეებია გასასხლავიო – ამიტომ მეზიზღებით – მაშინ ჩვენ დაგვაბრალეთ, საღებავები წაუსვით ხეებს, არავითარი მონიშვნა არ იყოო!!!
რა გლეხებზე გველაპარაკებით, ბიჭო, ყური არ გაგიბარტყუნებიათ არცერთს, როცა ვამბობდით, რომ ასზე მეტი ჰექტარის ბორდერიზაცია მზადდებოდა და “შიშის ზონებზე” დათო ქაცარავას იმხელა პრეზენტაცია ჰქონდა, არაერთ ადგილას!!!
რაც შეეხება წაღვლის ტყის საგუშაგოებს და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოზიციას: (მომყავს რადიო “თავისუფლების” ციტატა)
“ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას [EUMM] საგუშაგოს გახსნა არ გაუპროტესტებია და არც ის არ აღუნიშნავთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეუთანხმებელი ან თვითნებური იყო.
მათი 2019 წლის 16 სექტემბრის განცხადებაში წერია:
“20-დან 24 აგვისტომდე მონაკვეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ახალი სადამკვირვებლო საგუშაგო იქნა აღმართული სოფელ წნელისის შემოგარენში” [წნელისი ოკუპირებული სოფელია – რადიო თავისუფლება.];
“საგუშაგო აღმართულია, დაახლოებით, 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და მდებარეობს თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე”;
საგუშაგო განთავსდა “ამ სივრცეში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მდებარეობის ტრადიციული აღქმის გათვალისწინებით”.
2019 წელს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას საქართველოში საჯაროდ თითქმის არავინ აკრიტიკებდა, “ქართული ოცნების” ოპონენტებს შორისაც კი. ოკუპირებული საქართველოს მოქალაქეები ამ და მსგავს ნაბიჯებს დაგვიანებულადაც კი თვლიდნენ.
საოკუპაციო ზოლთან ახლოს საგუშაგოების გახსნა, სხვადასხვა დროს, ადგილობრივებს ეიმედებოდათ, რადგან თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ”.
