დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში – ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 20 წლის განმავლობაში 3 მლრდ დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში.
“თქვენი ტელევიზია ეკუთვნის ოლიგარქ კეზერაშვილს. ოლიგარქის განმარტება თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოიპოვოთ ინტერნეტში, არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს რესურსებზე გამდიდრდა, ამას იყენებს და იყენებს ხალხის რესურსს, ქვეყნის რესურსს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მინდა შეგახსენოთ, დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ
ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა, დახარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში. სად იყო მაშინ პოლიტიკაში ან სად იყო გაცხადებული მიზნები, რომ პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას?! ფაქტი არის შემდეგი, რომ ეს არის დეზინფორმაციული პროპაგანდა. აი, ამ სიცრუეს, ამ დეზინფორმაციას და ყველა აი ამ ცრუ პროპაგანდას, ყველაფერს ბოლო მოეღება და კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა, სტაბილურობა და გამარჯვება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში