ალუდა ღუდუშაური გიორგი გახარიას – მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და „ბლატაობ“? – ცოტა თავი გააკონტროლე

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, კომისიის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას, რომელიც კომისიის სხდომას ერთვება.
ალუდა ღუდუშაურმა გახარიას კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანისთვის კითხვებზე პასუხების გაცემა მოსთხოვა.
„გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? მითხარი, რა. რა დღეში ხარ, გამაგებინე? რა იყო შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”, ხომ? ცოტა თავი გააკონტროლე. შენ ეტყობა „თუთაშხიას“ბევრს უყურებდი, გაპარვის ეპიზოდი რომაა, ხომ იცი – „რა საოცრად წავიდაო“. ჰოდა, გაეცი ახლა პასუხები კითხვებს. უყურებ ერთი ამას, “ბლატაობს” აქ…“- მიმართა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან