1 ტონა ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 650-700 ლარია – ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ 2025/26 სეზონის ქართული ხორბლის მოსავლის მიღების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
გაერთიანების ინფორმაციით, დღეს 1 ტონა ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 650-700 ლარია, რასაც იმპორტირებული ხორბლის ღირებულება განაპირობებს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ხორბლის ჩაბარება მისი ხარისხის მიხედვით ხდება და წისქვილები მხოლოდ სასურსათო ხორბალს იბარებენ.
“საზოგადოებას მოეხსენება საქართველოში დაიწყო ხორბლის მიღების პროცესი და იგი თანდათან აქტიურდება, შესაბამისად ქვეყნის წისქვილკომბინატებმა დაიწყეს ადგილობრივი ხორბლის მიღება.
შესყიდვის პროცესისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაკეთოთ განმარტება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის, მიღების ორ ძირითად კომპონენტზე: ხარისხზე და ფასზე: