არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას, რადგან იცის რომ დამნაშავეა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „როცა ერთ ადამიანს იმდენად ეშინია წასვლის, რომ საკუთარ შიშს ძალადობის ინსტრუმენტად აქცევს, ეს არ არის მშვიდობა, ეს არის პანიკური თვითგადარჩენის რეჟიმი“.
„ეს ძლიერების კი არა, ღრმა სისუსტის ნიშანია. ეს არის ფსიქოლოგიური შიში, პიროვნული კრახი, როცა ხვდები რომ ძალაუფლების გარეშე არავინ ხარ.
ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით და ყოველთვის ერთნაირად მთავრდება: ხალხის გამარჯვებით!“,- წერს პაატა მანჯგალაძე.
