გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში, ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე – გლობალური საცხებ-საპოხი მასალების წამყვანი ამერიკული ბრენდის Mobil-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. აწარმოებს ზეთებსა და ლუბრიკანტებს საავტომობილო, ინდუსტრიული, საავიაციო და საზღვაო სფეროებისთვის. ის იყო პირველი, ვინც აშშ-ში რეაქტიული ავიაციური საწვავის წარმოება დაიწყო.
ExxonMobil-მა საფუძველი დაუდო უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების შექმნას. ბრენდი დღეს უკვე ასოცირდება ინოვაციასთან, შესრულების საიმედოობასთან და უკომპრომისო ხარისხთან.
Mobil-ის მთავარი უპირატესობები
· ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე – Mobil 1-ის ზეთები ცნობილია ხარისხით და ძრავას იცავს ცვეთისგან, ნალექისა და ჭუჭყისგან. აქტიურად გამოიყენება ექსტრემალურ პირობებში, რადგან მას აქვს თერმული და ოქსიდაციური მდგრადობა.
· Advanced Synthetic Technology – სრულად სინთეზური ფორმულა – Mobil 1 დამზადებულია მოწინავე სინთეზური ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავეს, აუმჯობესებს მუშაობას მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე, იცავს ტურბო და უშუალო ინჟექტორიან ძრავებს.
· საწვავის ეკონომია – Mobil-ის დაბალსიბლანტიანი ზეთები ამცირებს ძრავის შიდა ხახუნს, რაც უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას.
Mobil 1 იყო პირველი სინთეზური ზეთი, რომელიც 1974 წელს გამოჩნდა. ის 70-ზე მეტ ავტობრენდში გამოიყენება, როგორც ძრავის პირველადი ჩასხმის ზეთი. მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურებზე: -40°C-დან +150°C-მდე.
