“ნაპოლიმ” ელმასის შემცვლელს “შახტარში” მიაგნო – მოლაპარაკებები დაწყებულია

“ნაპოლი” “შახტარის” ნახევარმცველთან გეორგი სუდაკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 21 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის დამატება “იუვენტუსსაც” სურს, თუმცა ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტი “პარტენოპეია”.
აურელიო დე ლაურენტისი სუდაკოვს ელიფ ელმასის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც “ლაიფციგს” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
სუდაკოვმა მიმდინარე სეზონში “შახტარის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 18 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში