მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა Meduza ავრცელებს.
კერძოდ, ს ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს. მედიის ცნობით, მასთან ერთად მისი შვილიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინკსის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია. შიხლინსკის შვილის თქმით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა.
შიხლინსკის დაკავების, თითქმის, პარალელურად, რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძალოვნებმა აზერბაიჯანის კიდევ ერთი მკვიდრი, ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვი დააკავეს, რომელიც რეგიონის უდიდესი ბაზრის თანამფლობელია. მისი დაკავების ფორმალური საფუძვლები, ამ მომენტისთვის, ასევე უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას – ან დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ან კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ – არ გიჩივლებ, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ

გიორგი გახარია – მოხდა გეგმის საბოტაჟი და იმ წერტილებზე, სადაც ქართული საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა რუსეთის საგუშაგოები, ფრიალებს რუსეთის დროშა – მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა – მოგიწოდებთ, შექმნათ კიდევ ერთი კომისია!