ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი ძალის გამოყენებით დააკავეს

რუსულ პროსამთავრობო ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება შაჰინ შიხლისნკისა და მისი ვაჟის, მუტვალ შიხლინსკის დაკავების კადრები.
ისინი G-კლასის მერსედესში სხედან, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ, ფანჯრის მინას ტეხენ, ძალის გამოყენებით გადმოჰყავთ, მიწაზე ანარცხებენ და ხელბორკილებს ადებენ.
„გამოდი, ბო*ო, გამოდი“, – უყვირიან მას პოლიციელები.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვაჟი, მუტვალი შიხლინსკი მალევე გამოუშვეს, მამა კი გადაიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში.
შვილის თქმითვე, ბიზნესმენი საფაროვების გარდაცვალების საქმეში არის მოწმე. საუბარია ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების მასობრივი დაკავების დროს დაღუპულ ძმებზე, ზიადინ და გუსეინ საფაროვებზე.
აზერბაიჯანმა ეკატერინბურგში ჩატარებულ ე.წ. ოპერაციას, რომლის შედეგადაც ისინი დაიღუპნენ, მკაცრი განცხადების გარდა, ასევე უპასუხა 30 ივნისს რუსული Sputnik-ის დახურვითა და ФСБ-ს ორი აგენტის დაკავებით.
მოგვიანებით, პირველ ივლისს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა „ორი კრიმინალური დაჯგუფება“, რომლებიც ს მოქალაქეების მიერ იყო დაკომპლექტებული.
ექსპერტთა თქმით, ბაქოს მკაცრი რეაქცია მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას – ან დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ან კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ – არ გიჩივლებ, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ

გიორგი გახარია – მოხდა გეგმის საბოტაჟი და იმ წერტილებზე, სადაც ქართული საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა რუსეთის საგუშაგოები, ფრიალებს რუსეთის დროშა – მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა – მოგიწოდებთ, შექმნათ კიდევ ერთი კომისია!

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, თქვენი ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა – ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ?