ბაქოში რუსეთის მოქალაქეთა ორი ჯგუფი დააკავეს ნარკოტრანზიტის და კიბერდანაშაულის ბრალდებით

აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიის ცნობით, დღეს, პირველ ივლის, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა „ორი კრიმინალური დაჯგუფება“, რომლებიც ს მოქალაქეების მიერ იყო დაკომპლექტებული.
დაკავებულებს ბრალად ედებათ „ტრეფიკინგი და ირანიდან ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა, ასევე კიბერდანაშაული“.
ამას წინ უძღოდა 30 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის პოლიციის მიერ რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება.
· ოპერაციის შედეგად დააკავეს „ეფესბეს ორი აგენტი“, რომლებიც, როგორც ირწმუნებიან, „ფარულად მუშაობდნენ“ სააგენტოს ადგილობრივ რედაქციაში. „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ რუსეთის სახელმწიფო მედიაჯგუფის „Россия сегодня”-ს ნაწილია.
· დაკავებულებს შორისაა, რედაქციის მმართველი იგორ კარტავიხი და უფროსი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. „Sputnik”-ის ცენტრალურმა სამსახურმა მათ მიმართ ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა.
· მათ დღეს პატიმრობა შეუფარდეს.
· რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ შეშფოთება გამოხატა. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ „ჟურნალისტების დაკავება სრულიად შეუსაბამოა [რუსეთ-აზერბაიჯანის] ორმხრივ ურთიერთობებთან“.
დღესვე რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
ელჩი რაჰმან მუსტაფაევი სამშაბათს, პირველ ივლისს მივიდა საგარეო უწყებაში და შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებისათვის არ უპასუხია.
ამასთან, მიხაილ შვიდკოიმ, – პრეზიდენტ ს წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, – განაცხადა, რომ მოსკოვმა გააუქმა აზერბაიჯანში დაგეგმილი ღონისძიება, სადაც რუსულს კომპანიებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აიჰან ხადიჯაზამ პასუხად განაცხადა:
„რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მათი ეთნიკური იდენტობის საფუძველზე ჩადენილმა დემონსტრაციულმა და განზრახულმა მკვლელობებმა და ძალადობამ სამართლიანად გამოიწვია აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი პროტესტი და დაგმობა“.
მანამდე, 30 ივნისს, – აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ყველა ერთობლივი კულტურული ღონისძიება გაუქმდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში დაკავების ოპერაცია უკავშირდებოდა 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილი მკვლელობების საქმეებს.
ფორუმი