„ფარის“ დამფუძნებელი, სამხერდრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
“მოსკოვში გამოხატავენ მზაობას ჩართონ საქართველო “ჩრდილოეთ-სამხრეთის” სატრანსპორტო დერეფანში”-
ერთი შემიძლია ვთქვა, ვისაც საქართველოზე გული შეგვტკივა და მზად ვართ ვიბრძოლოთ გამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა ღირებულებითი და პოლიტიკური კრიზისიდან, არ დავუშვებთ არც ერთ პროექტს, რომელიც სასარგებლო იქნება რუსეთისთვის, მათ შორის მოხდება იმ ფირმების და ბიზნესის განდევნა საქართველოდან, რომლის უკან რუსები ( შესაბამისად ფსბ-გრუ ) დგას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა იმ წამოწყებას და პროექტს, რომელიც რუსეთს ფეხს ამოაკვეთინებს კავკასიიდან. ჩრდილოეთ კავკასიამ თავი უნდა დააღწიოს რუსულ უღელს და ამ ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერაც აუცილებელია.“
