ევროპაში სიცხის ტალღას ებრძვიან – პარიზში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული, იტალიაში ორი ადამიანი დაიღუპა

ევროპაში სიცხის ტალღა გრძელდება – საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და გერმანია სიცხის გამო საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთში, 16 დეპარტამენტში, მათ შორის პარიზში, სადაც ეიფელის კოშკის ზედა ნაწილი დაკეტილია, წითელი განგაში – უკიდურესი სიცხის შესახებ საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული.
იტალიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დასავლეთ თურქეთში ხანძრების გამო 50 000 ადამიანი ევაკუირებულია.
პორტუგალიისა და ესპანეთის ნაწილებში მიმდინარე კვირაში ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია, რაც დღემდე აღნიშნულ ქვეყნებში ივნისის თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ივნისის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 46 გრადუსი დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ტემპერატურამ დღეს, შესაძლოა, 35 გრადუსს მიაღწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის ადვოკატი – კურტანიძე ხათუნა მიქაცაძეს ფიზიკურად პოლიციის თანდასწრებით გაუსწორდა, ქალს აღენიშნება ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის დაზიანება – ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას!

ლევან მახაშვილი – ვხედავთ თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით – კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი