ხონის მუნიციპალიტეტში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი”ავრცელებს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს 16 წლის მოზარდი მოტოციკლეტით ელექტრობოძს შეეჯახა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დაღუპული ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის მცხოვრებია.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს