,, შეიძლება დავაყენო საკითხი, რომ გერმანიის ელჩი იქნეს გაძევებული” – ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნების” წევრი, :
,,ხოშტარიამ კი შეწყვიტა და გედიმ (იმედია) შიმშილობა, მაგრამ ის ხო არ ჩაენაცვლება, გერმანიის ელჩი, ფიშერი?
იმდენად არის აქცენტირებული და იმდენად, როგორ გადაუსვა ყველაფერს ხაზი, რაც კი დიპლომატს, რაც გააჩნია, რაღაცა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება საერთაშორისო კონვენციით, ყველაფერს ხაზი… ჩვეულებრივი რადიკალი გახდა, ტიპი არის რადიკალი.
ასეთ მოცემულობაში, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რავიცი, შეიძლება, დავაყენო საკითხი, რომ საერთოდ ეს ელჩი იქნეს გაძევებული. იმიტომ რომ ის ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას კი არ ემსახურება, არამედ ქვეყნების დაპირისპირებას. […]
მე მგონია, რომ ის ელჩები, ვინც მავნებლობენ, ვინც ენაცვლებიან ამ რადიკალებს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მე ვფიქრობ, რომ უნდა გავაძევოთ.“