რუსეთში მოკლულ აზერბაიჯანელების საქმეზე აზერბაიჯანმა გამოძიება დაიწყო

აზერბაიჯანში დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების და აზერბაიჯანული წარმოშობის პირების მიმართ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული წამების და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
როგორც APA იუწყება, ამ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.
ეკატერინბურგში ჩატარებული რუს ძალოვანთა სპეცოპერაციისას აზერბაიჯანელი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს საჯაროდ მოითხოვა რუსეთის ხელისუფლებისგან დეტალური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს